ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი, ბრატისლავა, სლოვაკეთი

25 / 03 / 2021

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის,  სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD)
 
გთხოვთ,    სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 30 ივნისი, 2021
 
საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ანა მიქელაძე   -  [email protected], 599222012
 
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         სლოვაკეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია სლოვაკეთის საკონსულოში ქ. ანკარაში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ
·         მობილობის განხორციელება დაგეგმილია სლოვაკეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში
.          კონკურსის დედლაინი გამოცხადებულია 30 ივნისს, რათა აპლიკანტ სტუდენტებს  მიეცეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ პანდემიური სიტუაციის განვითარებას და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება მობილობის  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და წარმატების შემთხვევაში, სლოვაკეთში გასამგზავრებლად.
шаблоны для dle 11.2