ENG


სტუდენტთა საყურადღებოთ! - ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი

27 / 10 / 2020

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, 2020/2021 წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის - სლოვაკეთში, ბრატისლავას  სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში Academy of Fine Arts and Design (AFAD).

გთხოვთ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

- შევსებული აპლიკაცია (იხ. თანდართული ფაილი)
- CV
- მოტივაციის წერილი
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ (ან სერტიფიკატი B1 ან B2, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დედლაინი: 5 ნოემბერი, 2020 წელი

(მობილობის განხორციელება დაგეგმილია სლოვაკეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით).шаблоны для dle 11.2