ENG

ლურჯი სუფრის ლაბორატორია იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის კონკურსში
თსსა სემინარ-ვორკშოფების  პროგრამა-UNESCO

,,ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებისათვის“

უკანასკნელ პერიოდში      COVID 19 გავრცელების გამო მოვლენების განვითარების ფონზე  ვფიქრობთ დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურის სფეროში ისეთი ინიციატივების განხორციელებას , რომელიც  მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს  ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, შემოქმედებით განვითარების უწყვეტობასა  და  დასაქმების შესაძლებლობების ზრდას  უახლესი გამოწვევების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით  ,,თბილისის სამხატვრო აკადემია“-დიზაინის ფაკულტეტი  მიზნად ისახავს  ქვეყნის მასშტაბით რეწვის სფეროში დასაქმებული ოსტატების პროფესიული განვითარების  ხელშეწყობას და სთავაზობს ონლაინ-პლატფორმაზე დაფუძნებულ  ტექტილის მიმართულებით კონფერენციასა და თეორიულ    და პრაქტიკულ სემინარ-ვორკშოფების  პროგრამას: ,,ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის.“  გასულ წელს ქ. პარიზში იუნესკოს მე-40-ასამბლეის ფარგლებში ტექსტილის, კერძოდ  ინდიგოს ტექნიკისადმი მიძღვნილ მსოფლიო გამოფენაზე,  სადაც  მრავალი ქვეყნის ტექსტილის ნიმუშები გამოიფინა, ქართული ლურჯი სუფრაც იყო  წარდგენილი,  2020 წელს  კი ,,ქართული სუფრა“ იუნესკოს არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე იქნა წარდგენილი.
აღნიშნული კონფერენცია, სემინარი-ვორკშოფი დისტანციურად ვებ-პლატფორმის საშუალებით   გააერთიანებს  დედაქალაქსა და რეგიონში ტექსტილის სფეროში მოღვაწე  ოსტატებს , დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გამოყენებითი ხელოვნების სხვა სფეროში მოღვაწე არტისტებს,მოყვარულებს. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალბატონები, პანკისის და დუშეთის რეგიონის ქართული ტექსტილის ოსტატები და  რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები. (სულ 50-100 მონაწილე) ინიციატივა წამოადგენს ერთდღიან კონფერენციას და რამოდენიმე ეტაპიან სასწავლო-საგანმანათლებლო სემინარ-ვორკშოფს, რომელიც   მიზნად ისახავს:
·         თბილისსა და რეგიონებში მასშტაბით  ტრადიციული რეწვის სფეროში დასაქმებულ ოსტატთა ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლებას,  შემოქმედებით განვითარებას და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
·         შემოქმედებითი ინდუსტრიების  და კულტურული ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
ვფიქრობთ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გამოყენებითი ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის  პოპულარიზაციას და განვითარებას საქართველოში თანამედროვე გამოწვევების, ტექნოლოგიების  შესაბამისად.  პროექტის  დამთავრების შემდგომ გამოიცემა კატალოგი ,, ლურჯი სუფრა თანამედროვე ხელოვნებაში.“, სადაც აისახება ტრადიციული  ლურჯი სუფრის ელემენტებით შესრულებული თანამედროვე  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.шаблоны для dle 11.2