ENG


სტუდენტები სახვითი ხელოვნების მუზეუმში

24 / 05 / 2019

 
22 მაისი ირაკლი ფარჯიანის და ლევან ჭოღოშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. მათ დაათვალიერეს ორი ცნობილი მხატვრის დარბაზი, მოისმინეს საინტერესო ლექცია ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაზე და პირადად შეხვდნენ ლევან ჭოღოშვილს. სტუდენტებთან ერთად მუზეუმს სტუმრობდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორი - გიორგი გუგუშვილი და პროფესორი - ნინო ღაღანიძე.шаблоны для dle 11.2