ENG


საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი და ერასმუს კოორდინატორი, მაია ყიფიანი, გენტის უნივერსიტეტში

22 / 05 / 2019

 
14-16 მაისი, 2019,   თსს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს კოორდინატორმა, მაია ყიფიანმა წარმატებით გაიარა ბელგიის, გენტის უნივერსიტეტის შესარჩევი კონკურსი, და  მიწვეულ იყო    გენტის უნივერსიტეტში, რათა მონაწილეობა მიეღო უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ადმინისტრაციული პერსონალის  ტრენინგ კვირეულში, თემაზე - აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ერასმუს მობილობის მექანიზმების და აღიარების სისტემის დახვეწა.
კვირეულში მონაწილეობას იღებდა გენტის უნივერსიტეტის  პარტნიორი უნივერსიტეტების და მომავალი, პოტენციური პარტნიორების წარმომადგენელი 85 დელეგატი. შედგა ბრიუსელში გამოცემული პუბლიკაციის -ერასმუს მობილობის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. მაია ყიფიანი შეხვდა გენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს და ასევე, არქიტექტურის ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორს, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა. დასასრულს დელეგატებს გადაეცათ კვირეულში მონაწილეობის ერასმუს სერტიფიკატები.  
მაია ყიფიანი ასევე ეწვია  Artevelde-ს უნივერსიტეტის გრაფიკისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტს, რომელიც გენტის უნივერსიტეტის ასოციაციაციის წევრი უნივერსიტეტია, და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეხვდა ფაკულტეტის  დეკანს Luk Bouters-ს. შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და ხელი მოეწერა  თანამშრომლობის მემორანდუმს Artevelde -სა და  თსს აკადემიას შორის. шаблоны для dle 11.2