ENG


სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის გაზაფხულის ნაკადზე რეგისტრაცია

1 / 05 / 2019

 

დაიწყო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის გაზაფხულის ნაკადზე რეგისტრაცია

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყო 30 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება 10 მაისს 15:00 საათზე.

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების ვებ გვერდის (stajireba.gov.ge ) მთავარ გვერდზე არსებული “აქტივაციის“ პანელის დახმარებით. აქტივაცია შესაძლებელი იქნება 30 აპრილს 10 საათიდან.

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755.

шаблоны для dle 11.2