ENG


აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება"

27 / 11 / 2018

 

აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება"

კურსის მოცულობა: 112 საათი
კურსის ხანგრძლივობა: 7 თვე, კვირაში ორჯერ, ორი აკადემიური საათი.

პედაგოგები : თეა ტაბატაძე, ნინო კოპაძე

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
კურსის მიზანია მოამზადოს აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მოსამზადებელი კურსი მოიცავს მსოფლიო და ქართული ხელოვნების ისტორიის ძირითად ეტაპებს, უმთავრეს მოვლენებსა და ფაქტებს, მნიშვნელოვან ხელოვანთა შემოქმედებას პრეისტორიული ხანიდან მე-20 საუკუნის ხელოვნების ჩათვლით. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამის შესაბამისად, ხელოვნების ისტორიის გარდა, იგი ითვალისწინებს ხელოვნების ძირითადი ცნებებისა და ტერმინების, მასალისა და ტექნიკის შესახებ აბიტურიენტისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
კურსის დასრულების შედეგად მოსწავლე, აბიტურიენტი შეიძენს ცოდნას ხელოვნების პერიოდების, სტილების, მიმდინარეობების ძირითადი მახასიათებლების შესახებ, გამოუმუშავდება ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებისა და შეფასება-ანალიზისის საწყისი უნარები, შეძლებს ძირითადი ცნებებისა და ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებას.
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: კურსი განკუთვნილია აბიტურიენტთათვის.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: წინაპირობის გარეშე


საკონტაქტო პირი სალომე ყავლაშვილი - 595 28 42 07


шаблоны для dle 11.2