ENG


მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

12 / 04 / 2018

 
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსს.
კონკურსის სახელწოდება
მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა MG
კონკურსის მიზანი
ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.
კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლვებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია იხ. ფონდის ვებ გვერდზე:шаблоны для dle 11.2