ENG


ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.

2 / 04 / 2018

 
Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს კონკურსს Erasmus+ პროგრამის ვიზუალური საინფორმაციო და პრომო-მასალების დიზაინისთვის.

გრაფიკული გამოსახულება უნდა წარმოადგენდეს SKYLINE - ს (ნაგებობების ან სხვა სიმბოლოების გამოსახულება ცის ფონზე) ვინაიდან Erasmus+ ევროპის პროგრამაა, მასალაში უნდა აისახოს ქართული და ევროპული მოტივები, რომელიც შემდგომში დაიბეჭდება ოფისის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბუკლეტებზე და სხვა ტიპის პუბლიკაციებზე, ასევე გამოიყენება ბლოკნოტების ბრენდირებისთვის, ბანერზე და ა.შ.

გრაფიკული ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს ვექტორულ პროგრამაში ფერად და შავ–თეთრ ვერსიებად.

გაიცემა ერთი პრიზი გამარჯვებული პროექტისათვის: 700 ლარი
საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 2 მაისი

ნამუშევარი გამოაგზავნეთ ორ ელექტრონულ მისამართზე: erasmus.georgia@gmail.com და maya.kipiani@art.edu.ge
დევიზით: Competition_Erasmus+
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: erasmus.georgia@gmail.comшаблоны для dle 11.2