ENG

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს-დიზაინერის თანამდებობაზე.
 ვაკანსია კურსდამთავრებულებისათვის
  
სსიპსაზოგადოებრივიმაუწყებელი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს-დიზაინერისთანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერილობა:
გრაფიკული დიზაინერის მოვალეობაა ბეჭდვითი და ციფრული ვიზუალური მასალების დამზადება. გრაფიკოს დიზაინერს მოეთხოვება კრეატიულობა და იდეის განვითარება დავალების მოთხოვნის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
სატელევიზიო არხებისა და გადაცემების შეფუთვის მიზნით შესაბამისი აიდენტიკის/მასალის შემუშავება, მისი ჩაბარებისა და გავრცელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
პოლიგრაფიული და ციფრული ვიზუალური მასალის დამზადება. სტამბებთან ურთიერთობა, შეკვეთილი მასალის ხარისხის და შესაბამისობის მონიტორინგი (კომპეტენციის ფარგლებში)
ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (მულტიმედია/ გრაფიკული დიზაინი)
მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
საოფისე (MS OFFICE) და გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Illustrator, Corel Draw, InDesign)
აუცილებელი უნარები:
შემოქმედებითი აზროვნების უნარი
თანამედროვე ტენდენციების ცოდნა
დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
შეზღუდულ ვადებში სამუშაოს ხარისხიანი შესრულება
ორგანიზებულo, პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული
დეტალებისადმი ყურადღებიანი
კომუნიკაბელური
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორთფოლიო ელექტრონულ მისამართზე: k.gugushvili@gpb.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 აპრილი, 2018 წელი.шаблоны для dle 11.2