ENG


ბრატისლავას აკადემიის პროფესორების ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში

29 / 05 / 2023

 
2023 წლის 21-26 მაისს - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სამხატვრო აკადემიასა და სლოვაკეთის, ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიას შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელდა ბრატისლავას აკადემიის პროფესორების ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ეწვია ფერწერის მიმართულების ორი პროფესორი: Dominik Hlinka და Rastislav Sedlacik, რომლებიც შეხვდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს და ასევე ჩაატარეს პრეზენტაცია და ვორქშოფი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
პრეზენტაციის თემა:
„Current positions of Slovak Painting, its specifics in the context of the Central Europe”;
ვორქშოფის თემა:
„Direction of Painting, focused on the painterly transcription of a genre motif using new/computing technologies”;
სამხატვრო აკადემიას ასევე ეწვია ბრატისლავას აკადემიის საკარიერო და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი -Tomáš Jančařík, რომელიც გაეცნო თსსა საკარიერო სერვისის მიმართულების ფუნქციონირებას.
шаблоны для dle 11.2