ENG


სტუდენტთა ერასმუს მობილობის კონკურსი - შჩეტჩინის ხელოვნების აკადემია, პოლონეთი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

30 / 03 / 2023

 
ცხადდება პოლონეთის შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში - Academy of Art, Szczecin,   1 ადგილი - თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2023 წლის შემოდგომის სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 აპრილი, 2023
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  anamikeladze@hotmail.com, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·               ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·                  პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2