ENG


შვეიცარიის ელჩის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში

28 / 02 / 2023

 
27 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰაიდი გრაუ. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი, რექტორის აპარატის უფროსი, ქეთევან ნემსაძე და  პროექტების კოორდინატორი - ვატო წერეთელი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.шаблоны для dle 11.2