ENG


ცხადდება კონკურსი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად

6 / 10 / 2022

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, 4 წლის ვადით.
რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულებაც შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს.
კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია - CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან იმის თაობაზე, რომ კანდიდატს უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 4 წლიანი სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. ასევე, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის.
კანდიდატების რეგისტრაცია და დალუქული განაცხადების მიღება იწარმოებს თსსა კანცელარიაში 2022 წლის 7 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. აკადემიური საბჭოს პირველი საკონკურსო სხდომა გაიმართება 2022 წლის 8 ნოემბერს, რომელზეც გაიხსნება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დალუქული განაცხადები. იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით გამოქვეყნდება თსსა ვებგვერდზე. ფარული კენჭისყრა გაიმართება 2022 წლის 18 ნოემბერს.шаблоны для dle 11.2