ENG


ბელგია, გენტი - კონკურსი მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

28 / 04 / 2022

 
ცხადდება კონკურსი თსსა პარტნიორი, ბელგიის გენტის Artevelde University of Applied Sciences- გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, კომუნიკაციისა და მედია დიზაინის საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად (campus Kantienberg), მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში), თემა - 3D მოდელირება და 3D პრინტი. 
საზაფხულო სკოლის კურსის ღირებულებაა 150 ევრო.
პერიოდი 20 ივისი-1 ივლისი.
გთხოვთ მიმართოთ მედია ხელოვნების  ფაკულტეტს  შერჩევის პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად და წარუდგინოთ  CV და მოტივაციის წერილი, პორტფოლიო. ფაკულტეტის მიერ ნომინირებული სტუდენტის  დოკუმენტები გაიგზავნება გენტში, პარტნიორი უნივერსიტეტის საბოლოო შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
მედია ხელოვნების ფაკულტეტის ნომინაციის დედლაინი: 7 მაისი, 2022.
16 მაისის შემდეგ    ბელგიური მხარე გამოავლენს გამარჯვებულ სტუდენტებს, შეტყობინება გაეგზავნება გამარჯვებულ  სტუდენტს, რომელსაც გენტში ჩასვლის  და  გაწეული ხარჯების (მგზავრობა, სასტუმრო) დოკუმენტების წარდგენის შემდეგ  დაუფინანსდება ხარჯების ნაწილი - 700 ევრომდე.

საზაფხულო სკოლის პროგრამის დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.artevelde-uas.be/programmes/further-training-study-days/international-summer-class-3d-modeling-printing

მოტივაციის წერილის ასაგებად, აპლიკანტ სტუდენტებს შეუძლიათ  გამოიყენონ წინა წლების  გამარჯვებული სტუდენტების ციტატები:
  • “A very nice experience to learn about 3D-modeling together with people from different countries.” 
  • “Increased familiarity with 3D software and printers will enable me to help with the 3D lab and class at Ryerson”. 
  • “Start up for new ideas to push Russian education into the new way of development in multimedia technology area”.
  • ” For me it was a great experience, new friends, and of course new knowledge”.

გამარჯვებულ სტუდენტს შეუძლია მიმართოს შემდეგ კოორდინატორებს: 
პრაქტიკულ საკითხებზე- Mrs. Ingrid Verbanck (ingrid.verbanck@arteveldehs.be). 
პროგრამის დეტალებზე- Tom Neuttiens (tom.neuttiens@arteveldehs.be).
დანართიшаблоны для dle 11.2