ENG


ინფორმაცია სტუდენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე!

5 / 02 / 2022

 
იგეგმება Online საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.
თსს აკადემიის სამეწარმეო ცენტრის ბიზნეს ინკუბატორი Upstart, სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას იდეათონში, რომლის მიზანია - სამომავლო პროდუქტისთვის იდეების გენერირება. პროდუქტი შეიქმნება ხელოვნების, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების დარგების კოლაბორაციით, ე.წ. STEAM მიდგომით.

მსურველებს იდეის გენერირებაში გამოცდილი ქართველი ტრენერები და ბრიტანელი მენტორები დაეხმარებიან.

ჩვენივე პროექტის ფარგლებში, თქვენი იდეა, იდეათონის შემდგომ გაივლის ჰაკათონის ეტაპს, გავა სტარტაპ უიქენდზე, ჩაწერთ ვიდეო ფიჩებს და საბოლოოდ დაგეხმარებით საერთაშორისო კონკურს Big Idea Challange-ზე მოხვედრაში.

გამარჯვების შემთხვევაში
:
- თქვენს იდეას და პროდუქტს განვითარებაში დაეხმარებიან ბრიტანელი მეწარმეები
- ბრიტანეთის საბჭო და მისი პარტნიორობა ფინანსურ დახმარებას აღმოგიჩენთ
- გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამარჯვებულ გუნდებს და გააფართოვოთ თქვენი პროფესიული კავშირები

ონლაინ შეხვედრაზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ზემოთ აღწერილ პროცესთან დაკავშირებით, ისევე როგორც Creative Spark-ისა და აკადემიის სამეწარმეო ცენტრის სხვა ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრა - 8 თებერვალი, სამშაბათი
შეხვედრის დრო - 14:00 საათი
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება google meet-ში:
Video call link: https://meet.google.com/awz-fobd-jdeшаблоны для dle 11.2