ENG


გიორგი გუგუშვილი

                                     
             
               

  

გიორგი გუგუშვილი
 
გიორგი გუგუშვილმა 1971 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარ-ფერმწერ-პედაგოგის, ხოლო 1977 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით.
 

სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლის ნატიფი ხელოვნების განყოფილების გამგედ, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნად, საქართველოს ფოსტაში „ქართული მარკის“ დირექტორად.

2004-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი,

2006-2009 წლებში კი - თსსა სრული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.

2013 წელს კონკურსის შედეგად იგი კვლავ აირჩიეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორად.

 

მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში.

არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994წ.), ბულგარეთის (1986წ.), ოსაკას (1987წ.) საერთაშორისო სიმპოზიუმების და დუბაის არტ-სიმპოზიუმის (2007 წ.) გამარჯვებული. 1984 წელს მოსკოვში გამართულ საკავშირო გამოფენაზე აღიარეს გამოფენის საუკეთესო მხატვრად.

2014 წელს ორგანიზაცია „ქარულმა სულმა“ მას გადასცა ჯილდო ქართულ კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის.

 

მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლეთის მუზეუმში (მოსკოვი) კრისტოფ მერიანის ფონდში ბაზელში, ნორტონ დოდჯ მუზეუმში ფილადელფიაში, ასევე ქართულ და უცხოურ კერძო გალერეებში და კოლექციებში.

шаблоны для dle