ENG


არქიტექტურული კვლევები

                                     
             
               

პროგრამული კონცენტრაციები:
• ქალაქგეგმარება და ლანდშაფტი
• არქიტექტურის თეორია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის დოქტორი
პროგრამის ხელმძღვანელები:
გიორგი ბათიაშვილი, არქიტექტურის დოქტორი,
თსსა პროფესორი
ნანა ქუთათელაძე, არქიტექტურის დოქტორი,
თსსა ასოცირებული პროფესორი
ბორის ოლუბჩიკოვი, არქიტექტურის დოქტორი
თსსა მოწვეული პროფესორი
პროგრამის დასახელება: არქიტექტურული კვლევები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: 1101 არქიტექტურის დოქტორი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უცხო ენის გამოცდა (B II დონე), პრეზენტაცია (პრეზენტაციის ფორმატი დეტალურად არის აღწერილი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში)
პროგრამის მოკლე აღწერა
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მისიის ერთ–ერთ პრიორიტეტს არქიტექტურის სამეცნიერო კვლევა და ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნა წარმოადგენს. არქიტექტურული კვლევების სადოქტორო პროგრამის მიზანი ქალაქგეგმარების, ლადშაფტის და არქიტექტურის თეორიაში შემავალ საკითხთა ფართე სპექტრის კვლევაა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრადიციული თუ თანამედროვე არქიტექტურის აქტუალურ პრობლემათა გადაწყვეტაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგის განვითარების საქმეში და მკაფიოდ გამოკვეთს ქართული არქიტექტურის როლსა და ადგილს მსოფლიო არქიტექტურის მასშტაბში.
სადოქტორო პროგრამის ამოცანაა არქიტექტურის სფეროში თანამედროვე მკვლევარის აღზრდა და მისი მომზადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
არქიტექტურული კვლევების სადოქტორო პროგრამა მოიცავს ორ პროგრამულ კონცენტრაციას:
• ქალაქგეგმარება და ლანდშაფტი.
• არქიტექტურის თეორია;
პროგრამა ანვითარებს როგორც ფართო ზოგად, აგრეთვე, ნიშანდობლივ არქიტექტურული მეცნიერების დარგობრივ კომპეტენციებს. თითოეული პროგრამული კონცენტრაცია შეიცავს კონკრეტულ კვლევით პრობლემატიკას, ამასთანავე მათ აერთიანებთ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, კვლევის თანამედროვე მეთოდთა სპეციფიკა და პრინციპები.
პროგრამის სტრუქტურა
სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს
1. სასწავლო კომპონენტი– 60 კრედიტი;
• საფაკულტეტო საგნები(სავალდებულო); 20 ECTS
• სემინარი სპეციალობაში(სავალდებულო); 20 ECTS
• ინტერდისციპლინური სემინარი(სავალდებულო, არჩევითი); 10 ECTS
• პედაგოგიური პრაქტიკა 10 ECTS
1. კვლევითი კომპონენტი– 120 კრედიტი.
• ქოლოქვიუმები(2 ქოლოქვიუმი); 20 ECTS
• კვლევითი (საკვალიფიკაციო) ნაშრომის შესრულება და დაცვა/საჯარო პრეზენტაცია. 100 ECTSшаблоны для dle