ENG


ინტერიერის დიზაინი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი _ ლაშა ჩლაიძე _ თსსა ასოცირებული პროფესორი.

პროგრამის სახელწოდება _ ინტერიერის დიზაინი
განათლების საფეხური _ მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია _ ინტერიერის დიზაინის მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის, ანდა ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (კვალიფიკაცია), ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენასა (BIIდონე) სპეციალობაში აბიტურიენტის უნარების შეფასება ხდება წარმოდგენილი პორთფოლიოთი და თანდართული დოკუმენტაციით
( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება).
პროგრამის მოკლე აღწერა: ინტერიერის დიზაინის სამაგისტრო პროგრამა 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მასში თავმოყრილია ინტერიერის დიზაინის თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები, არქიტექტურის უახლესი თეორია და პრაქტიკა, საინჟინრო დისციპლინები, გამოყენებითი ხელოვნების მოთხოვნები, ეკონომიკური საკითხები; შექმნა თანამედროვე ინტერიერი ნიშნავს ერთდროულად პასუხი გასცე მთელ რიგ მოთხოვნეს, რომლებიც ორგანულდ ითავსებენ ამოცანათა მთელ კომპლექსს - ფუნქციურს, მოცულობით-სივრცობრივს, ინჟინერულ ტექნიკურს, მხატვრულ ესთეტიკურს, ფერითს, განათებითს აკუსტიკურს და სხვა.
პროგრამა ეფუძნება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველმხრივ უწყობს ხელს სტუდენტის ინტელექტუალურ და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
საქართველოში არქიტექტურის სფეროში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებით აქტუალური გახადა ინტერიერის დიზაინის მიმართულების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მქონე სპეციალისტების აღზრდა.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის კურადამთავრებულს დარგის სპეციფიკის გათვალიწინებით და მიღებული ინფორმაციის ინტეგრირებით ექნება ინტერიერის ინოვაციური პროექტის შექმნის უნარი.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიულ-პრაქტიკულ დისციპლინათა ციკლი--- 59 ECTS
პროფესიულ-თეორიულ დისციპლინათა ციკლი--- 16 ECTS
ტექნიკურ დისციპლინათა ციკლი ------ 13
საუნივერსიტეტო დისციპლინათა ციკლი ---- 1 2 ECTS
სამაგისტრო ნაშრომი ----- 30 ECTS
სულ ----- 130 ECTS
шаблоны для dle