ENG


სარეკლამო გრაფიკა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელები:
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
გრაფიკის მიმართულების ემერეტუსი თამაზ ვარვარიძე
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი ქეთევან სანებლიძე

პროგრამის სახელწოდება: სარეკლამო გრაფიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ჩაბარებული ჰქონდეს თ.ს.ს.ა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები გამოცდა ხატვასა და უცხო ენაში (B2დონე)
ანოტაცია: სარეკლამო დიზაინის სამაგისტრო პროგრამა თ.ს.ს.ა.-ში ფუნქციონირებს 2008 წლიდან. პროგრამაში გაერთიანებულია ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილება და საქართველოს სახელმწიფო სამახტვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულების დიდი ტრადიციები. ამავდროულად გამოყენებულია თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების მიღწევები და სწავლა/სწავლების ახალი მეთოდები. სწავლების პერიოდში მაგისტრანტი ეუფლება მრავალფეროვან გრაფიკულ და ციფრულ ტექნოლოგიებს, სახვითი ხელოვნების სფეროში მიმდინარე ახალ პროცესებს. სწავლების ასეთი ფორმა ხელს უწყობს მაგისტრანტის ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროგრამაში შემავალი ყველა სასწავლო დისციპლინა უზრუნველყოფს კვლევით პროცესებსა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველოში ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია რეკლამისა და მისი დიზაინის სპეციალისტებზე მოთხოვნილების ზრდა თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში. სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა პროგრამის შემუშავების აუცილებლობა.
სრული კურსის დასრულების შემდეგ, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგისტრს ექნება მსოფლიო უმაღლესი საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც მისცემს მას საშუალებას იყოს ჩართული თანამედროვე სახელოვნებო სფეროში მიმდინარე პროცესებში.

პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 11 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 91 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 18 ECTS
шаблоны для dle