ENG


მოდის დიზაინი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი:
თსსა პროფესორი ნინო მგალობლიშვილი

სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: მოდის დიზაინი
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: სამაგისტრო
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, გამოცდა სპეცკომპოზიციასა და უცხო ენაში. (II დონე)
სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია:
სამაგისტრო პროგრამა მოდის დიზაინში _ მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი მოდის დიზაინერი ტრიკოტაჟისა და კრეატიული ქსოვილის ნაწარმის, კოსტუმი, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სპეციალობით, რომელსაც შეეძლება როგორც ცალკეული, ასევე კომბინირებული კოლექციების შექმნა სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებით.
ასევე მიზნად ისახავს ასწავლოს მერჩენდაიზინგი, როგორც სასწავლო კურსი. არის ინტეგრირებული დისციპლინა, რომელიც ასწავლის კომუნიკაციასა და სივრცობრივი გარემოს ორგანიზებას, ინტერიერის დიზაინს, კოლორისტიკას, სტილისა და კოსტუმების ისტორიას, მუსიკას,ფსიქოლოგიას და საერთოდ “დიზინი” მთლიანობაში.
პროგრამა მისცემს მაგისტრანტს კომბინირებული კოლექციის შესასრულებლად საჭირო ცოდნას, როგორც ექსკლუზიური, ისე მასიური წარმოებისათვის; სთავაზობს ტრიკოტაჟული და სამკერვალო ქსოვილების მხატვრული დამუშავების ტრადიციული მეთოდების და ახალი ნოვატორული ტექნოლოგიების შესწავლას და მათ კოლექციაში გამოყენებას; მანქანური და ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის ტექნოლოგიური შესაძლებლობების და მოდისთვის წარმოებული ქსოვილის ზედაპირის დამუშავების ფართო სპექტრს ექსკლუზიური, უნიკალური მოდელების შესაქმნელად. აგრეთვე, პროგრამის გავლის შედეგად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები, იძლევა კრეატიული და ტექნიკურ-ტექნოლოგიური მოდელირება-პროექტირების და ამ პროცესის მართვის საშუალებას შემდეგი მიმართულებით: კოსტუმის დიზაინი, ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმის და აქსესუარების დიზაინი. შედეგად მაგისტრი მზად იქნება მოდის ინდუსტრიაში რამოდენიმე მიმართულებით სამუშაოდ: 1) მამაკაცის, ქალისა და ბავშვის კოსტუმის დიზაინი; 2) ფეხსაცმლის სეზონური მოდელების დიზაინი; 3) ტყავის აქსესუარების დიზაინი.
სამაგისტრო პროგრამის მიზნები და ამოცანები: პროგრამის მიზანია მოამზადოს მოდის დიზაინერები, ამ სფეროს მკვლევარები, როგორც ახალი ტექნოლოგიური, ასევე მხატვრულ-დიზაინერული თვალსაზრისით.
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი ამოცანაა: კურსდამთავრებულ სპეციალისტს გააჩნდეს თანამედროვე დიზაინისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმების ზუსტი და დროული განსაზღვრის უნარი, დამოუკიდებლად
შეძლოს რთული, კრეატიულ-კონცეპტუალური ამოცანის გადაწყვეტა და მისი სათანადო პრეზენტაცია ზოგადად დიზაინის სფეროში, მათ შორის უცხო ენაზე, შეძლოს პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნისა და კომპეტენციების დამოუკიდებლად გადაცემა საგანმანათლებლო მიზნებისათვის.
ასევე პროფესიონალური კადრების სპეციალიზირებული მომზადება სავაჭრო კომპანიებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, დიზაინის პროდუქციის შექმნა_გაყიდვებით; მერჩენდაიზინგის საფუძვლებისა და წესების შესწავა.
სწავლის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან მერჩენდაიზინგის პრინციპებსა და წესებს, რაც მოიცავს: მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლების ცოდნა; სავაჭრო ფართის ორგანიზებისა და სავაჭრო მოწყობილობების განლაგების პრინციპები; მერჩენდაიზინგულ ღონისძიებათა სწორი ორგანიზება სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების ზრდის მიზნით; რეალურ საჭირო წერტში მერჩენდაიზნგის აუდიტის ჩატარება და საკუთარი მერჩენდაიზნგ_ბუკის ჩამოყალიბება. სასწავლო კურსი “მერჩენდაიზინგი დიზაინის სფეროში” ამზადებს სპეციალისტებს სავაჭრო ქსელის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამეთუ სუპერმარკეტსა, ბუტიკში თუ უნივერმაღში სხვადასხვა კანონები მოქმედებს.
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი ამოცანაა: კურსდამთავრებულ სპეციალისტს გააჩნდეს თანამედროვე დიზაინისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმების ზუსტი და დროული განსაზღვრის უნარი, დამოუკიდებლად შეძლოს რთული, კრეატიულ-კონცეპტუალური ამოცანის გადაწყვეტა და მისი სათანადო პრეზენტაცია ზოგადად დიზაინის სფეროში, მათ შორის უცხო ენაზე, შეძლოს პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნისა და კომპეტენციების დამოუკიდებლად გადაცემა საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიული დისციპლინების ციკლი - 85 კრედიტი
ვიზუალური ხელოვნების დისციპლინების ციკლი - 5 კრედიტი
საუნივერსიტეტო დისციპლინების ციკლი - 25 კრედიტი
ციფრული ტექნოლოგიების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი
სულ: 125 კრედიტი
шаблоны для dle