ENG


არქიტექტურა - ხელმძღვანელი გიორგი ბათიაშვილი, თსსა პროფესორი

                                     
             
               

საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი:
პროფესორი გ. ბათიაშვილი
პროფესორი (ემერიტუსი) მ. ჩხენკელი

არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის სახელწოდება_ არქიტექტურა
განათლების საფეხური_ბაკალავრიატი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია _ არქიტექტურის ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზედაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გავლილი აქვთთსსა-ისშემოქმედებითი კონკურსიდაერთიანიეროვნული გამოცდები.
პროგრამის მოკლე არწერა
არქიტექტურა პროექტირების და მშენებლობის ხელოვნებაა, ხოლო არქიტექტორი არის ხუროთმოძღვარი-მხატვარი, რომელიც ეწევა პრაქტიკულ მოღვაწეობას, ჰქმნის საცხოვრებელ გარემოს, შენბა-ნაგებობების პროექტებს, ხელმძღვანელობს, როგორც საპროექტო ისე სამშენებლო სამუსაოებს.
ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა არა მხოლოდ მთავარი სპეციალური საგნის/არქიტექტურული გეგმარება, ქალაქგეგმარება, ლანდშაფტის არქიტექტურა, არქიტექტურის ისტორია, სამშენებლო კონსტრუქციები/, არამედ დამხმარე საგნების/მათემატიკა,ფიზიკა, მექანიკა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, მხაზველობითი გეომეტრია, ხატვა, ფერწერა, ხაზვა და სხვა/ აუცილებელი ცოდნა.
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებისათვის არქიტექტორისთვის აუცილებელია თანდაყოლილი ნიჭი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია მაღალმხატვრული არქიტექტურული ნაწარმოების შექმნა.
ამ მიმართულების სპეციალისტები თავის შემოქმედებითი საქმიანობით ჰქმნიან არქიტექტურულად გააზრებულ საცხოვრებელ გარემოს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში, მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაში.
არქიტექტურა შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რომელიც მხატვრულად აყალიბებს გარემოს, წყვეტს მისი ფუნქციური ზონირების საკითხებს, თავისთავში აერთიანებს საინჟინრო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგებს.

პროგრამის სტრუქტურა
საბაზისო დისციპლინების ციკლი --- 35 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი --- 115 ECTS
ზოგად პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ----37 ECTS
ზოგად თეორიულ დისციპლინათა ციკლი ---- 62 ECTS
სულ ----- 249 ECTS
шаблоны для dle