ENG


ქანდაკება - ხელმძღვანელი გურამ გიგაური, თსსა ასოცირებული პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი:
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი გურამ გიგაური

პროგრამის სახელწოდება: ქანდაკება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თ.ს.ს.ა. შემოქმედებითი კონკურსი და ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ანოტაცია: პროგრამა მოიცავს ძველი, ახალი და უახლესი დროის, როგორც მსოფლიო ასევე ქართული ქანდაკების და ზოგადად სახვითი ხელოვნების შესწავლისთვის საჭირო ყველა სასწავლო კომპონენტს, რომლებიც ორიენტირებულნი არია დარგის სპეციფიკის, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური თავისებურებების შესწავლაზე, სტუდენტის პროფესიული უნარებისა და ზოგადი კომპეტენციების გამომუშავებაზე. კერძოდ: პროგრამა იღებს ვალდებულებას შეასწავლო სტუდენტს სამ განზომილებიანი ფორმის თუ ობიექტის მოცულობის, პლასტიკის გამოსახვას რბილი და მკვრივი მასალით. მის სასწავლო კომპონენტებში მრავლად გამოიყენება საგნობრივი, ვიდეო და ფოტო მასალები, რომელთა საშუალებითახორციელდება ქანდაკების იტორიის, ტრადიციის შესწავლა და თანამედროვე მსოფლიო არტ სივრცეში არსებული ტენდენციებისა და მიმდინარეობების ანალიზი. მასში შემავალი დისციპლინები მიზნად ისახავენ, როგორც ზოგადად მსოფლიოს ისევე ეთნიკურ ინდივიდუალური განსხვავებებისა და ურთიერთ მიმართებითი მსგავსებებისა და პარალელების წარმოჩენას. პროგრამა ეფუძნება მსოფლიო ძველი ანტიკური ხანის და თანამედროვე რეალისტური ხელოვნების გამოცდილებას, მისი უმნიშვნელოვანესი მოვლენების, შემოქმედებითი ფაქტების შესწავლასა და ანალიზს, როგორც ტრადიციული, ასევა თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით (ძერწვა, ხატვა, სივრცითი მულტიმედია). იგი ორიენტირებულია აღზარდოს მოქანდაკე, რომელიც ადაპტირებული იქნაბა თანამედროვე არტ სივტცეში და შეძლებს დაგროვილი ცოდნის გადაცემას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 65 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 80 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 95 ECTS
სულ: 240 ECTS
шаблоны для dle