ENG



სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, მონპელიეს უნივერსიტეტი - UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3 - კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის!
კონკურსი ცხადდება წინასწარ, რადგან მოითხოვება ფრანგული ენის B1 სერტიფიკატი - DELF  ან  DALF, იხილეთ ბმული:   https://www.univ-montp3.fr/fr/examen-de-langue   სტუდენტებს ეძლევათ ფრანგული ენის შესწავლის და სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა - 2024 წლის მაისამდე!
ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი ცხადდება სამხატვრო აკადემიის - კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის - 2 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, 2 სემესტრი - მონპელიეს უნივერსიტეტში UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3! https://www.univ-montp3.fr/en
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B1 ან ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მარტი
საკონტაქტო პირები: 
ნატა ნიკოლეიშვილი
[email protected]

ERASMUS
4-8 დეკემბერს, ერასმუს+ მობილობის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვევა ერასმუს  პარტნიორი, ესპანეთის - ქ. გრანადას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფი:
Francisco José Sánchez Montalbán - გრანადას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დეკანი;
Marisa Mancilla Abril - კულტურული გაფართოებისა და ტრანსფერის ვიცე-დეკანი, La Madraz-ს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის დირექტორი
Ana Cremades - ხატვის მიმართულების პროფესორი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი.  
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის ხატვის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია თემებზე: 
გრანადას უნივერსიტეტის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტრუქტურა, პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგა - Francisco José Sánchez Montalbán
ლექცია/პრეზენტაცია - “Languages and aesthetic currents of contemporary photography” და Ana Cremades - ლექცია/პრეზენტაცია “Art collections and management”,
“Mindful Methodology in the Arts: Social Sustainability through Creativity”; “Absurdity in the Arts as a Social Tool: Stop, Look, Go”.
დასწრება თავისუფალია ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ცხადდება სტუდენტთა  ერასმუს ერთკვირიანი   მობილობის შესარჩევი კონკურსი ზალცბურგის უნივერსიტეტის 'დიზაინის კვირეულში' მონაწილეობის  მისაღებად, თსსა   თსსა დიზაინის  ფაკულტეტის,  სამრეწველო დიზაინის (4 ადგილი), ავეჯის დიზაინის (3 ადგილი), ტექსტილის  დიზაინის (2 ადგილი)   მიმართულებების საბაკალავრო და  სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის,  დეკემებერი  2023,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი მიმართულებების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·      CV
.      პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·      ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·      მოტივაციის წერილი
·      ინგლისური  ან გერმანული ენის სრულყოფილი ფლობა - სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ  
 
დედლაინი:  27 ოქტომბერი, 2023
 
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი  
[email protected]   593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
.ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი დანიშნულების ქვეყანაში  ჩასვლის შემდეგ.