ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
მედიახელოვნება
 

მიმართულებები

ციფრული მედია

გრაფიკული დიზაინი

ფოტოგრაფია

 
 
 
 
 
 
ფოტოგრაფია
 

პროგრამის კოორდინატორი, პროფესორი გიორგი ჯაველიძე

ფოტოგრაფიის სპეციალობის მიზანია ფოტოგრაფიის შესწავლა უმაღლესი განათლების რანგში და სტუდენტების ჩამოყალიბება პროფესიონალებად, მყარი პრაქტიკული და თეორიული ცოდნით. ოთხწლიან საბაკალავრო სწავლებით გათვალისწინებულ პროგრამაში პირველ და მეორე კურსზე მიმდინარეობს სტუდენტების ტექნიკური მომზადება ზოგადი პროფესიული უნარების დაუფლება და თეორიული ცოდნის შეძენა. სწავლების მეორე ნაწილი სტუდენტების მიერ ინდივიდუალურად დასახული ამოცანების გადაჭრასა და საერთაშორისო ფორმატის პროექტებში საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციაზე არის ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის უფრო ტრადიციულ დარგებთან შედარებით, ფოტოგრაფიის სპეციალობა სიახლეს წარმოადგენს, უნდა აღინიშნოს ამ სპეციალობის კურსდამთავრებულების და სტუდენტების წარმატება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამას მოწმობს მათ მიერ შესრულებული მაღალხარისხოვანი სადიპლომო ნამუშევრები.სწავლების პროცესში ტარდება საერთაშორისო ვორქშოფები და მასტერკალსები. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ურთიერთობა დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, აკადემიებთან და იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, გაეცნონ მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ პროფესიონალებად.

პედაგოგები:
გიორგი ჯაველიძე, პროფესორი
რუსუდან ერისთავი, პროფესორი
თამარ დარსაველიძე, ასოცირებული პროფესორი
ლია ლომსაძე, უფროსი მასწავლებელი
ნოდარ სუმბაძე, მთავარი მეცნიერი
ეანა ყორბეზაშვილი, მოწვეული პედაგოგი
მარიამ დავითაშვილი, ასისიტენტ პროფესორი
ნინო ჯიშკარიანი, ასისტენტ პროფესორი
მანანა კოროშინაძე, მოწვეული პროფესორი
მანანა სუხიტაშვილი, უფროსი მეცნიერი
ეკა ეგაძე, ასისტენტ პროფესორი
შოთა დოგრაშვილი, ასისტენტ პროფესორი
ნიკა გაბუნია, მოწვეული პროფესორი
ნანა ყუფარაძე, მოწვეული პედაგოგი
ნოდარ სუმბაძე, მთავარი მეცნიერი
ეკატერინე ქვათაძე, მოწვეული პროფესორი
ბიძინა ქავთარაძე, უფროსი მასწავლებელი