ENG


მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანი ნანა იაშვილი

 
 
[xfvalue_news-full2]
  • ნანა არველაძე-იაშვილი დაიბადა 1959 წლის 26 ნოემბერს ქალაქ თბილისში.
  • 1976/77 სასწავლო წლებში, სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე და 1982 წ. წარჩინებით დამთავრა იგი, მიიღო არიტექტორის მაგისტრთან გათანაბრებული კვალიფიკაცია. იმავე წელს დაქორწინდა არქიტექტორ კონსტანტინე იაშვილზე. 1985 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა საამშენებლო-არქიტექტურულ სახელოსნოებში.
  • 1985 წელს მუშაობა დიწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ჯერ არქიტექტურულ სახელოსნოში, მოგვიანებით სასწავლო ოსტატად.  ამჟამად არის მედიახელოვნების ფაკულტეტის მუდმივი პროფესორი/ტენუარი.
  • 2000 წელს დაიცვა დისერტაცია-ქართული ხუროთმოძღვრების პროპორციების ანალიზი.
  • 2001 წლიდან თსსა დოცენტის აკადემიური წოდება და თანამდებობა.
  • 2003 წლიდან დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
  • 2005 წელს თანამოაზრეებთან ერთად დაარსა მედიახელოვნების ფაკულტეტი და  გახდა მედიახელოვნების ფაკულტეტის პირველი დეკანი, ამ ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი.
  • 2007 წელს პროფესორმა იაშვილმა გააფორმა მემორანდუმი დელ ბიანკოს ფონდსა და თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტს შორის.  2007 წლიდან დღემდე ის გახლავთ ფონდის ექსპერტი, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ვორქშოფებს, კონფერენციებს, გამოფენებს და სემინარებს. პროექტებიდან აღსანიშნავია :
  • 2012  წელი-საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი  " მოდერნიზმი კავკასიაში" თბილისი ბაქო ერევანი";
  • 2010-2013 წლები-თბილისის საერთაშორისო  ფესტივალი,"ხარისხი და პროფესია";
2013 საერთაშორისო-შემოქმედებითი პროექტი „ARTbilisi Projectიტალია/საქართველო.
  • 2014 წელი -კოსტიუმ კოლოკვიუმ IV, ორი საერთაშორისო ვორქშოფი, დელ ბიანკოს ფონდთან , ფლორენციის უნივერსიტეტთან და ჩიკაგოს მოდის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით.
  • 2014 წელს   ფაკულტეტის თანამშრომლების და მისი დიდი მცდელობით შეიქმნა  აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის  ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტი და დღემდე არის ამ ინსტიტუტის დირექტორი.
  • 2014 გამარჯვებული ქვეყნის ინოვაციური ტექნოლოგიების პროექტში „ფაბლაბი“
  • 2015 წლიდან არის ფლორენციის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
  • 2016 წლიდან არის ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის  ექსპერტი.
  • 2016 წლიდან არის ვარშავის კარდინალ ვიშნევსკის უნივერსიტეტის გესთ-პროფესორი
  • 2017 წელს  ციფრული რეკონსტრუქციის ავტორი- ოპერის თეატრის სერგო ქობულაძის ფარდა.
  • 2017 საერთაშორისო-შემოქმედებითი პროექტი „Vani trough Virtual Heritage“იტალია/საქართველო.
  • 2018 წელს მიმდინარე პროექტი-კულტურული მემკვიდრეობის წელი 2018, შემოქმედებითი კვლევითი ექსპერიმენტი(მაგისტრანტები და დოქტორაანტები)
  • ორი მონოგრაფიის ავტორი.
  • რუსთაველის ფონდის სტიპენდიანტი/რუსთაველის ფონდის მაძიებელი მეცნიერი.
  • მრავალი სტატიის და საერთაშორისო კომფერენციის მონაწილე, სამეცნიერო საბჭოს წევრი, ორგანიზარორი.
  • ამჟამად არის მედიახელოვნების ფაკულტეტის მუდმივი პროფესორი/ტენუარი.
  მედიახელოვნების ფაკულტეტის მთავარ გვერდზე დაბრუნება