ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
დიზაინი
 

მიმართულებები

მხატვრული კერამიკა

მხატვრული მინა

ტექსტილის დიზაინი
მოდის დიზაინი
სამრეწველო დიზაინი
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი
სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკა

ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია

     
 
 
 
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი
 

მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ სარიშვილი

1961 წელს დაარსდა ავეჯის პროექტირების კათედრა. კათედრამ გამოუშვა ავეჯის დიზაინის 300-მდე სპეციალისტი.

2007 წელს ავეჯის პროექტირების კათედრამ შეიცვალა დასახელება და გახდა ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება. მიმართულება მოიცავს ავეჯის პროექტირებას  სხვადასხვა დანიშნულების ინტერიერებისათვის, ასევე ხის მხატვრულ ნაკეთობათა შექმნას და ამისათვის საჭირო კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პროცესების შესწავლას: ხეზე კვეთა, ჩარხვა, მარკეტრი, ინტარსია, მოპირკეთების სახეები, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა.

პროექტირება ხორციელდება რასტრული და სამგანზომილებიანი გრაფიკით. მიმართულების მიზანია მაღალკვალიფიცირებული მხატვარ-დიზაინერების აღზრდა, დარგის განვითარების ისტორიული ეტაპების გაანალიზება, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით სივრცეში სრულუფლებიანი მონაწილეობა.

პედაგოგები:
თეიმურაზ სარიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ავთანდილ ინასარიძე, ასისიტენტ პროფესორი
ეკა სარიშვილი, ასოცირებული პროფესორი