ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
დიზაინი
 

მიმართულებები

მხატვრული კერამიკა

მხატვრული მინა

ტექსტილის დიზაინი
მოდის დიზაინი
სამრეწველო დიზაინი
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი
სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკა

ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია

     
 
 
 
მოდის დიზაინი
 

მიმართულების ხელმძღვანელი - პროფესორი ნინო მგალობლიშვილი

საბაკლავრო  პროგრამა „ მოდის დიზაინი “ - ს მუშაობის ძირითადი პრინციპიშესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებთან, კლასიკური განათლების დადებითი მხარეების და გამოცდილების გათვალისწინება.

საბაკლავრო  პროგრამა„ მოდის დიზაინი “აღწერა :
სასწავლო პროგრამა  „მოდი სდიზაინი“ -  საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,  ექსპერიმენტული ძიებებისა დატექნიკურ-ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით,  საერთაშორისო  მიღწევების და ქართული  გამოცდილების სინთეზის საფუძველზე სტუდენტს  სთავაზობს  სპეციალიზიციის  შესწავლას.
სასწავლო პროცესში სამუშაო მეთოდიკა პასუხობს საერთაშორისო დიზაინ - სწავლების ერთ-ერთ  მთავრ  პრინციპს - ორიენტაციას არა იმდენად კონკრეტული ცოდნის გადაცემაზე, რომელიც მუდმივად ძველდება, არამედ, საბაზო კომპეტენციების ათვისებაზე, რომელიც, შემდგომ ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების საშუალებას იძლევა.
საბაკლავრო პროგრამა ,,მოდის დიზაინი’’ ინტერდისციპლინარულ ხასიათებს ატარებს და აერთიანებს  თეორია - პრაქტიკას (იდეიდან  მზა პროდუქტამდე)
პროგრამა  ითვალისწინებს  სპეციალიზაციის თავისებურებებს და ამავდროულად მჭიდრო კავშირშია სახვითი ხელოვნებასთან და ზოგად-ჰუმანიტარული დისციპლინებთან (ტექნიკურ-ტექნოლოგიური საგნები, საპროექტო გრაფიკა, სარეკლამო ტექნოლოგიები, ფერის მნიშვნელობა კოსტიუმში, სახვითი ხელოვნება, კომპიუტერული ტექნოლოგიები)
პრაქტიკულობაზე ორიენტირებული, ექსპერიმენტულ/შემოქმედებითი,  დინამიური სწავლების ტიპი,  ასევე, უზრუნველყოფს პრობლემების გადაწყვეტის უნარების გამომუშავებას, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს განავითაროს საკუთარი პოტენციალი, როგორც აკადემიური პროგრამების ჩარჩოში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ.
პროგრამაში აგრეთვე, გათვალისწინებულია  პრაქტიკული მომზადება -შემოქმედებითი პროექტების შემუშავება (პროექტებზე დაფუძნებული სწავლა)          

საბაკლავრო  პროგრამა„ მოდის დიზაინი “უზრუნველყოფს :
-  პიროვნებაზე ორიენტირებულ სწავლებას (სტუდენტის ინდივიდუალური მონაცემების, ნიჭის და შესაძლებლობების გათვალისწინება);                      
-  დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას;
-  სასწავლო პროცესში  მომიჯნავე  დისციპლინათა  (სპეც. ტექნოლოგიები, სარეკლამო ტექნოლოგიები,  ზოგად-ჰუმანიტარული დისციპლინები, სახვითი ხელოვნება) ათვისებას;
- ლაბორატორიული სივრცეს, სპეციალური აღჭურვილობით და პრაქტიკული სამუშოებისათვის  შესაბამისი პირობებით: სამკერვალო დანადგარები, მანეკენები, სამუშაო აუდიტორია, თსსა ელექტრონული ბიბლიოთეკა

პედაგოგები:

მგალობლიშვილი ნინო, პროფესორი                                                                  
ბახტაძე მაია, ასოცირებული პროფესორი                                                                        
ბერიძე მარიამ, ასოცირებული პროფესორი
იოსელიანი რუსუდანი, ასოცირებული პროფესორი                                          
ჩხუტიშვილი ეკატერინე, ასოცირებული პროფესორი                                              
ჯაში ნინო, ასოცირებული პროფესორი
ბოდოკია თეა, ასოცირებული პროფესორი                                                                                              
ჩაკვეტაძე ანა, ასოცირებული პროფესორი
ფიცხელაური ია, ასოცირებული პროფესორი