ENG


დიზაინის ფაკულტეტის დეკანი თინათინ კლდიაშვილი

 
 
[xfvalue_news-full2] თინათინ კლდიაშვილი დაიბადა 1948 წლის 29 ივნისს.

1971 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ფაკულტეტი. 2004 წელს გახდა სრული პროფესორი.

1980 წლიდან დღემდე მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში;

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1972 წლიდან და დღემდე მუშაობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1995 წლიდან პარალელურად მუშაობდა სულხან-საბაორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე.
2000- 2004 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახვითი ხელოვნების კათედრის გამგე.
2004 წელს არჩეულ იქნა თბილისის ტექსტილის დიზაინის კათედრის გამგედ; ამავე წელს დაინიშნა აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ;
2007 წლიდან არის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი;
2012-2014 წლებში თსსა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
2014 წლიდან დღემდე არის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი;

მიღებული ჯილდოები / გამოფენები:
1970 წლიდან იღებდა მონაწილეობას რესპუბლიკურ, საკავშირო, თუ საერთაშორისო გამოფენებში. გაფორმებული აქვს არაერთი ინტერიერი, მათ შორის აფხაზეთში, აჭარაში.
1986 წელი-საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი "ხუთწლედის მატიანე”;
1887 წელი - წლის საუკეთესო ნამუშევარი დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში - გობელენი "ჩემი ქალაქი“ - პირველი პრემია და მედალი;
2002 წელი - პერსონალური გამოფენა "თექის სამოსი“, დეკორატიული პანოები
2003 წელი - წლის საუკეთესო ნამუშევარში "დეკორატიული მარაო"
2003 წელი - ბულგარეთი ქ. სოფიაში პერსონალური გამოფენა, ჩვენება "თექის სამოსი - ზაფხულის და ზამთრის კოლექცია“, დეკორატიული პანოები;
2004-2007 წლები - სამოსის კოლექციების წარდგენა თბილისში.
2010 წელი - პერსონალური გამოფენა "ნოსტალგია“
2014 წელი - პერსონალური გამოფენა "ელეგია“
2016 წელი - პერსონალური გამოფენა "კალეიდოსკოპი“

კვლევითი სამუშაობები:
"სინთეზური თექა“; "თექა ბეწვის ალტერნატივა“; რაც ასახული აქვს პერსონალურ გამოფენებში-ქსოვილის დიზაინი, სამოსი, მხატვრული პანო;
2011 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თსსა-ში დაფუძნდა ექსპერიმენტალურ-კვლევითი ლაბორატორია "ლურჯი სუფრები-მოჩითული ქსოვილები". არის პროექტის და ჩატარებული კვლევის დამფუძნებელი. აქვს საავტორო უფლება ლურჯი სუფრის აღდგენის ტექნოლოგიაზე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
  დიზაინის ფაკულტეტის მთავარ გვერდზე დაბრუნება