ENG


რესტავრაცია/ხელოვნების ისტორია და თეორიის ფაკ-ის დეკანი ნინო ჭოღოშვილი

 
 
[xfvalue_news-full2] ნინო ჭოღოშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
დაბადების თარიღი 1973.03.17.
1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი; სპეციალობა-ხელოვნებათმცოდნე.
დასრულებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
სწავლობდა  ბაზელის უნივერსიტეტში (1994-1995 წწ.).
იყო DAAD-ს სტიპენდიანტი ბონის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტსა (1998-1999 წწ.) და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (2009 წ.).
 
მუშაობდა თსუს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზეგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრშითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
 
კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის დამფუძნებელი (2010 წ.); CCCD – კულტურის განვითარების კავკასიური ცენტრის თანადამფუძნებელი (2000 წ.).
 
2012-2014 წწ-ში - თსსა-სრესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
2014 წლიდან ამავე ფაკულტეტის დეკანი.
არის სალექციო კურსებისა და მთელი რიგი პუბლიკაციების ავტორი.
განხორციელებული აქვს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი.
2007 წელს იყო საქართველოს პავილიონის კურატორი ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე.
არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების დარგობრივ კომისიათა წევრი და ექსპერტი.
  რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია და თეორიის ფაკულტეტის მთავარ გვერდზე დაბრუნება