ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია და თეორია
 

მიმართულებები

ხელოვნების ისტორია და თეორია

რესტავრაცია, კონსერვაცია

   
 
 

სასწავლო პროგრამების კატალოგი

რესტავრაცია-კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი დღევანდელი სახით 2005 წელს ჩამოყალიბდა. ფაკულტეტი მიზნად ისახავს ქართული ხელოვნებისა და ზოგადად ქართული კულტურის კვლევასა და სწავლებას; ინტერდისციპლინურ კვლევებს, კვლევის და სწავლების პროცესის თანხვედრასა და სინქრონულობას, რაც ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი კვლევითი პოტენციალის აკუმულირებას და კვლევით პროგრამებში სტუდენტების ჩართვის გზით სწავლებას გულისხმობს; ასევე, რესტავრაციის მიმართულებით ფაკულტეტი გეგმავს სტუდენტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საქმის სწავლებას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად; კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა კონსერვაცია-რესტავრაციის მეცნიერულ საფუძველზე დამკვიდრებას.