ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
არქიტექტურა
 

მიმართულებები

ინტერიერის დიზაინი

გარემოს დიზაინი

სამოქალაქო არქიტექტურა

 
 
 
 
 
 
სამოქალაქო არქიტექტურა
 

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი ბათიაშვილი

არქიტექტურა პროექტირების და მშენებლობის ხელოვნებაა, ხოლო არქიტექტორი არის ხუროთმოძღვარი–მხატვარი, რომელიც ეწევა პრაქტიკულ მოღვაწეობას, ქმნის საცხოვრებელ გარემოს, შენობა ნაგებობების პროექტებს, ხელმძღვანელობს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოებს. ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა არა მხოლოდ მთავარი სპეციალური საგნის (არქიტექტურული გეგმარება, ქალაქგეგმარება, ლანდშაფტის არქიტექტურა, არქიტექტურის ისტორია, სამშენებლო კონსტრუქციები), არამედ დამხმარე საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, მექანიკა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, მხაზველობითი გეომეტრია, ხატვა, ფერწერა, ხაზვა და სხვა) აუცილებელი ცოდნა.

არქიტექტურა შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რომელიც მხატვრულად აყალიბებს გარემოს, წყვეტს მის ფუნქციური ზონირების საკითხებს; მასში გაერთიანებულია საინჟინრო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგები. მიმართულების მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტისთვის ისეთი კომპლექსური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, რომლის საფუძველზე, კურსდამთავრებულს შეეძლება, მისივე კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე არქიტექტურისადმი წაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

პედაგოგები:
გიორგი ბათიაშვილი, პროფესორი
ნანა ქუთათელაძე, ასოცირებული პროფესორი
ვლადიმერ ცინცაძე, ასოცირებული პროფესორი
მამუკა ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ირაკლი პირმისაშვილი, ასოცირებული პროფესორი
თინათინ ხიმშიაშვილი,  ასოცირებული პროფესორი
ნუნუ ჩხიკვიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ნანა ახვლედიანი, ასოცირებული პროფესორი
მარიამ ცაგარელი, ასოცირებული პროფესორი
ბაია ნიკოლაიშვილი, ასისიტენტ პროფესორი
იანინა თუხარელი, ასისიტენტ პროფესორი
თამარ სვანიშვილი, ასისიტენტ პროფესორი
გიორგი ჯეჯელავა,  ასისიტენტ პროფესორი
თამარ არჩვაძე, ასისიტენტ პროფესორი
მედეა აბულაძე, ასისიტენტ პროფესორი
ლიანა სირაძე, ასისიტენტ პროფესორი
ზაქარია ქურდიანი, ასისიტენტ პროფესორი