ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
არქიტექტურა
 

მიმართულებები

ინტერიერის დიზაინი

გარემოს დიზაინი

სამოქალაქო არქიტექტურა

 
 
 
 
 
 
გარემოს დიზაინი
 

მიმართულების ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი ნოდარ ამაშუკელი

გარემოს დიზაინი სინთეზური ხელოვნებაა, ანუ სხვანაირად რომ განვმარტოთ, არქიტექტურულ გარემოში ერთვება სახვითი ხელოვნების კომპონენტები, რომლებიც არ კარგავენ დამოუკიდებლობას და რჩებიან მთელის შემადგენელ ნაწილად. ამ მიმართულების სპეციალისტების საქმიანობაა პროექტირება, ინტერიერების სივრცის მოწესრიგება, თანამედროვედ გადაწყვეტა, სასურველი ფერისა და პლასტიკის მორგება. გარემოს დიზაინი შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რაც საგნობრივ სივრცითი გარემოს ესთეტურ მხარეზე ზრუნვას გულისხმობს. მასში ერთიანდება საინჟინრო-საკონსტრუქციო, საპროექტო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგები. მიმართულების მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისათვის ისეთი კომპლექსური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, რაც მათ საშუალებას მისცემს, ვიზუალური, ტექნიკური და ესთეტიკური ასპექტების ერთობლიობით დააკმაყოფილონ გარემოს დიზაინის თანამედროვე მოთხოვნები.

პედაგოგები:
ნოდარ ამაშუკელი, პროფესორი
ქეთევან რუხაძე, ასოცირებული პროფესორი
მაია ჩხიკვაძე, ასისიტენტ პროფესორი