ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
სახვითი ხელოვნება
 

მიმართულებები

ფერწერა

გრაფიკა

ქანდაკება

ხატვა

 
 
 
 
 
 
ფერწერა
 

მიმართულების ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი დავით ალექსიძე
 
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ფერწერა, რომელიც სამხატვრო აკადემიაში მისი დაარსებიდან ისწავლება.
 
დღევანდელი ფერწერის სწავლების მეთოდიკა კომპლექსურია, რომლის მიხედვითაც, კლასიკური, აკადემიური პრინციპების საფუძვლიან შესწავლასთან ერთად, თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში არსებული ინფორმაციის ათვისება და შემოქმედებითად გააზრებაც იგულისხმება.
 
ფერწერის მიმართულება ახორცილებს ფაკულტეტურ მომსახურებას სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტისა და მიმართულებისათვის, რომლის სასწავლო პროგრამები ფაკულტეტების და მათიმიმართულებების სპეციფიკის მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი.
 
ფერწერის მიმართულების პროგრამები მოიცავს შემდეგ სამ სპეციალობას:
 
დაზგური ფერწერა:  დაზგური ფერწერის სპეციალობა საბაზისოა ყველა მედიისთვის. იგი ეფუძნება შემოქმედებითი ინოვაციებისა და ფერწერის ადრე არსებული პროგრამების საუკეთესო იდეების ერთობლიობას. ფერწერის შესწავლისას, ტრადიციულად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწყებითი საბაზისო პოსტულატების შესწავლას ნატურმორტზე ან შიშველ მოდელთან მუშაობისას. რაც შეეხება ფერწერული კომპოზიციის პრინციპების შესწავლას, მუშაობა მიმდინარეობს კომპლექსურად, სტუდენტის პერსონალური და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით.
 
თეატრის მხატვრობა (სცენოგრაფია):  თეატრის მხატვრობის (სცენოგრაფია) სპეციალობა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ტრადიციული და ახალი მეთოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული პროგრამების შესწავლა გულისხმობს თეატრალური დეკორაციის შექმნას მისი ვიზუალური და ტექნიკური ასპექტებით, აგრეთვე თეატრალური კოსტუმების სტილისტურ და ტექნიკურ გადაწყვეტას. თეატრის მხატვარი რეჟისორთან ერთად ქმნის სანახაობას.
 
კინო-ტელე მხატვრობა:  კინო-ტელემხატვრობის სახელოსნო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე დაარსდა 1968 წელს. კინო-ტელემხატვრობა თვისობრივად სპეციფიკური და ფუნქციური დარგია. პროგრამის კონცეპტუალური სტრუქტურა ძირითადად სტუდენტის კრეატიული და სივრცობრივი აზროვნების განვითარებაზეა აგებული. ამ დარგის კურსდამთავრებულმა ამომწურავად უნდა გამოიყენოს და გააფართოვოს კინო-ტელემედია ენის ვიზუალური შესაძლებლობები, შემოქმედებითად იაზროვნოს და მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწიოს; გამოუმუშავდეს თანამედროვე მედია გარემოში ორიენტირების უნარი; მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმების, ტელეფილმების, სარეკლამო რგოლების, ტელე და საესტრადო შოუების, ვიზუალური მახასიათებლების რეპრეზენტაციის მაღალმხატვრულ და კრეატიულ ხერხებს ფლობდეს.
 
ფერწერის მიმართულება ახორცილებს ფაკულტეტურ მომსახურებას სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტისა და მიმართულებისათვის, რომლის სასწავლო პროგრამები ფაკულტეტების და მათი მიმართულებების სპეციფიკის მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი.

პედაგოგები:
დავით ალექსიძე, პროფესორი
გიორგი გუგუშვილი, პროფესორი
გიორგი გეგეჭკორი, პროფესორი
მამუკა მიქელაძე, ასოცირებული პროფესორი
გია ხუციშვილი, ასოცირებული პროფესორი
თინათინ ცხადაძე, ასოცირებული პროფესორი
გიორგი ლაპიაშვილი, ასოცირებული პროფესორი - თეატრის მხატვრობა
ოთარ ჩაკვეტაძე, ასოცირებული პროფესორი
მეგი წითლიძე, ასოცირებული პროფესორი
თამარ მინაშვილი, ასისიტენტ პროფესორი
ნიკოლოზ ციხელაშვილი, ასოცირებული პროფესორი - თეატრის მხატვრობა
გიორგი ტატიშვილი, ასისიტენტ პროფესორი -კინო-ტელე მხატვრობა
ეკატერინე გელოვანი, ასისიტენტ პროფესორი