ENG

25-30 ივნისი, თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-3 კურსის სტუდენტთა ჯგუფის მონაწილეობა ესტონეთის, ტარტუს  გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის- ‘Pallas University of Applied Sciences’ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რაც გულისხმობს კედლის მოხატვას პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა  მოსახატი კედლის სივრცე.  თსს აკადემიის ჯგუფის კონცეფცია ეხება ფიროსმანის თემას.  ჯგუფის ხელმძღვანელი-ფერწერის ასოცირებული პროფ. თინათინ ცხადაძე, მონაწილე სტუდენტები -  ე. იოსელიანი, ს. ბაქანიძე, ნ. კიკალიშვილი, ს. ლაბაძე, ქ. ლობჟანიძე.  პროექტი დაფინანსდა ერთობლივად, ქ. ტარტუს მუნიციპალიტეტისა და თსს აკადემიის მიერ.   


31 მაისი, შვედეთის Trollhättan-ის უნივერსიტეტის ‘University West‘ -ის სასწავლო დეპარტამენტის კოორდინატორების Susanne Rath და  Anna Jonlund -ის ვიზიტი თსს აკადემიაში, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესახებ.   

14-16 მაისი, 2019,   თსს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს კოორდინატორმა, მაია ყიფიანმა წარმატებით გაიარა ბელგიის, გენტის უნივერსიტეტის შესარჩევი კონკურსი, და  მიწვეულ იყო გენტის უნივერსიტეტში, რათა მონაწილეობა მიეღო უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ადმინისტრაციული პერსონალის  ტრენინგ კვირეულში, თემაზე - აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ერასმუს მობილობის მექანიზმების და აღიარების სისტემის დახვეწა.