ENG



ცხადდება სტუდენტთა  ერთ სემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის - 2022/2023 სასწავლო წლის  საგაზაფხულო სემესტრი ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში- Universität Liechtenstein:
  • მობილობის ერთი ადგილი განსაზრვრულია  სამაგისტრო საფეხურისა და საბაკალავრო  საფეხურის -მე-4 კურსის სტუდენტებისთვის
  • მობილობის მეორე ადგილი განსაზღვრულია შემდეგი  სტუდენტებისთვის -  სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შეზღუდული უნარების მქონე (მხედველობა, სმენა, შეზღუდული ფიზიკური უნარები. ა.შ.). ამ შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა  სტატუსის მითითებით.

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
პორტფოლიო
CV
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
სამოტივაციო წერილი
სარეკომენდაციო წერილი
ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი        
- ლიხტენშტეინის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში შვეიცარიის საელჩოში.        
- Erasmus კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ლიხტენშტეინში ჩასვლის შემდეგ.


ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 - სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2 ,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.

აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
 საბუთების მიღება დაიწყება  15 ოქტომბრიდან  და გაგრძელდება 25 ოქტომბრამდე 2021

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, 
[email protected]art.edu.ge, 577525719

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.