ENG

სლოვაკეთის რესპუბლიკა, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ მისამართზე:
https://www.vladnestipendia.sk/en/ მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე:
https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.

კითხვების არსებობის შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ შემდეგ
ელ-ფოსტაზე: [email protected] ან დარეკონ ნომერზე: +421 907 551 404. 
ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში
სტუდენტებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე
დოკუმენტი




თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თქვენთვის სასურველ პროგრამაზე 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის მობილობის საშუალებით გადმოსვლისათვის უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები
 მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს
ელექტრონულ პორტალზე; ( www.students.emis.ge ) . რეგისტრაციის ვადა ჯერ ცნობილი არ არის
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები www.emis.ge –ზე)
მობილობის უფლების დადებითი პასუხის შემთხვევაში სტუდენტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს თსსა ადმინისტრაციას.
მობილობის ვადები:
  • გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) -  2022 წლის 9 თებერვლიდან  12 თებერვლის ჩათვლით;
  • გამოცდები სპეციალობაში - 2022 წლის 14 - 15 თებერვალი;
  • შედეგების გამოქვეყნება - 2022 წლის 16 თებერვალი.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ თსსა-ის სამართლებრივი აქტის პროექტის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდეგენა 2022 წლის 18 თებერვალ;ი.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • განცხადება
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე