ENG

31 მაისი, შვედეთის Trollhättan-ის უნივერსიტეტის ‘University West‘ -ის სასწავლო დეპარტამენტის კოორდინატორების Susanne Rath და  Anna Jonlund -ის ვიზიტი თსს აკადემიაში, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესახებ.   

რუმინეთის ქალაქ იაშის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მიხაი დრიშკუს ვიზიტი (თსსა არქიტექტურის ფაკულტეტი) 23.05.2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს ეწვია Erasmus+ პროექტების ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტის ("Gheorghe Asachi" Technical University of Iași, Romania ) არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი მიხაი დრიშკუ. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორ გიორგი გუგუშვილსა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანთან ნოდარ ამაშუკელთან. შეხვედრისას განიხილეს სამომავლო პროექტები სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გათვალისწინებით. არქიტექტურის ფაკულტეტის საკონფერენციო აუდიტორიაში გაიმართა პროფესორ მიხაი დრიშკუს პრეზენტაცია. სტუმარმა მოინახულა სამხატვრო აკადემიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე რესტავრაციაში მყოფი შენობა.

14-16 მაისი, 2019,   თსს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს კოორდინატორმა, მაია ყიფიანმა წარმატებით გაიარა ბელგიის, გენტის უნივერსიტეტის შესარჩევი კონკურსი, და  მიწვეულ იყო გენტის უნივერსიტეტში, რათა მონაწილეობა მიეღო უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ადმინისტრაციული პერსონალის  ტრენინგ კვირეულში, თემაზე - აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ერასმუს მობილობის მექანიზმების და აღიარების სისტემის დახვეწა.


პალმას ხელოვნების უმაღლესი სკოლის- Balears, Escola d'Art i Superior deDisseny de les Illes Balears, 3 აკადემიური
სტაფის წარმომადგენლის მობილობა თსსა-ში, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში:
- 27-31 მაისი,2019, Maria ABANDO,  პალმას ხელოვნების უმაღლესი სკოლის დირექტორი
- 27-31 მაისი, 2019, Pilar ROVIRA, პალმას ხელოვნების უმაღლესი სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- 10-14 თებერვალი, 2020, პროფესორი Jordi SEMPERE