ENG

2023 წლის 29 და 30 მარტს, იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა ღონისძიებას „იტალიის დიზაინის დღეები საქართველოში 2023“.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს იტალიის ელჩმა საქართველოში - ენრიკო ვალვომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ირაკლი ქარსელაძემ და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელსაც წარმოადგენდნენ ეროვნული საბჭო (CNAPPC), ჟურნალ "დომუს საქართველოს" სარედაქციო გუნდი და დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED). იტალიელ და ქართველ არქიტექტორ-დიზაინერებთან ერთად, სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის სალექციო პრეზენტაცია გამართა მაესტრო მიკელე დე ლუკიმ, რომელიც ეძღვნებოდა მის იდეას არქიტექტურის შესახებ - ხედვას, რომელიც ერთგვარი ფანჯარაა აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და Mediterranea University of Reggio Calabria, (იტალია) შორის გაფორმდა ხელშკრულება პარტნიორობაზე. თსსა რექტორის, ყარამან ქუთათელაძისა და იტალიის მხრიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ფრანჩესკო არმატოს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა სამომავლო ინსტიტუციონალური ურთიერთობების პრიორიტეტები. თანამშრომლობა მოიცავს მრავალ მნიშვნელოვან ასპექტს, ფოკუსირებულს როგორც სტუდენტური საფეხურისათვის, ასევე პროფესორებისათვის.
ინსტიტუციონალური ხელშეკრულების კოორდინატორი - თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების ხელძღვანელი, ნესტან წიკლაური

29 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილმა არტისტმა და დამოუკიდებელმა კურატორმა საბინა შიხლინსკაიამ სტუდენტებისთვის ლექცია გამართა. კურატორმა ისაუბრა ბოლო წლებში, მის მიერ განხორციელებულ მხატვრულ და საკურატორო პროექტეზე, ასევე თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე

მ.წ. 22-23 ივლისს ყაზახეთში, ქ. ალმატიში ჩატარდება ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მეორე საერთაშორისო მოდელი.
მსოფლიო მემკვიდრეობის თემაზე დაგეგმილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება განკუთვნილია იუნესკოს წევრი სახელმწიფოს 16-დან 22 წლამდე პირთათვის. თითოეული ქვეყნიდან მონაწილეთა დელეგაცია უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ ორი ახალგაზრდისგან.
ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია ფარავს მონაწილეების განთავსების, კვებისა და ალმატის ფარგლებში გადაადგილების ხარჯებს პროგრამის პერიოდისთვის. საერთაშორისო მგზავრობას უზრუნველყოფს თავად მონაწილე. მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა ხდება ონლაინ ფორმის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია შემდეგ
 ბმულზე
რეგისტრაციისა და მოთხოვნილი ვიდეო დოკუმენტაციის (იხ. დანართი: Regulations) წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 15 აპრილი.
Regulations
The Second International UNESCO Model under the patronage of UNESCO
Letter