ENG

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის, ბატონი გიორგი გუგუშვილის ინიციატივითა და პატრონაჟით, თსს აკადემიას ოთხთვიანი სასწავლო კურსით ეწვია ბატონი პეტერ მოენიგი, გერმანელი არტისტი, ფლუქსუსის წარმომადგენელი, დუსელდორფის აკადემიის კურსდამთავრებული, იოზეფ ბოისის მოწაფე და გერმანული სახელმწიფო ფონდის “პ.მოენიგის სახელობის ფონდი” დამფუძნებელი*. თსს აკადემიის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის გერმანელმა არტისტმა 12 აპრილს ოთხთვიანი სასწავლო კურსის* “ობიექტი როგორც სამგანზომილებიანი კომუნიკაციის ფორმა” ფარგელბში დაგეგმილი პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ცხადდება ონლაინ ფოტო კონკურსი სტუდენტებისთვის. 
იხილეთ კონკურსის დეტალები ლინკზე:  
HERITAGE for PLANET EARTH 2018.   გამარჯვებულები გამოვლინდება   ონლაინ  ხმების მიცემის საშუალებით.

ა.წ. ყოველთვიურად გაიცემა პრიზები 150 და 350 ევროს ოდენობით.პრიზიორები  მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ კონკურსში 2018 წლის ბოლოს, სადაც გაიცემა პრიზები  3000 და 1000 ევროს ოდენობით. 

კონკურსის ორგანიზატორია  პორტალი:  lifebeyondtourism.org 



7-8 მარტი,  საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრში ‘University Life Long Learning Center იწყება კურსი მოდის დიზაინის მიმართულებით ( http://artcourse.ge/eng/?p=452 ), რომელსაც გაუძღვებიან მოდის დიზაინის მიმართულების პროფესორები ეკა ჩხუტიშვილი და ნუცა ჯაში. საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრი დაარსდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “SSRULLI“ „Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions, (უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) ფარგლებში.