ENG

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ესტონეთის ხელოვნების აკადემიაში.

შესარცევი კონკურსის პირველი ეტაპი და სტუდენტების ნომინაცია შედგება რესტავრაციის მიმართულებაზე.


წარსადგენი დოკუმეტაცია(ინგლისურ ენაზე)
- CV
- ნიშნების ფურცელი(ქართულ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი
- ინგლისური ენის სერთიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ესტონეთის ხელოვნების აკადემიის სააპლიკაციო პროცესი შემდეგ ბმულზე
აპლიკაციის შევსების დედლააინი - 15 ოქტომბერი, 2023
აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ერასმუს+პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
- ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი.
- ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ესტონეთში ჩასვლის შემდეგ.
  




 
თსსა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - "კონსერვაციის ცენტრის" - სამეცნიერო პერსონალის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი 2023 წლის ღია კონკურსის შედეგები:

რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - "კონსერვაციის ცენტრის" მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აჩეულ იქნან: 
სამსონ ლეჟავა
ზაზა ფირალიშვილი 

რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - "კონსერვაციის ცენტრის" მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აჩეულ იქნას:
ნუცა პაპიაშვილი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული „კონსერვაციის ცენტრი“ აცხადებს ღია კონკურსს
შემდეგ საშტატო ერთეულებზე:

განცხადება კონკურსის პირობების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატის განაცხადი


სამხატვრო აკადემიის თვითმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ა.წ. 4 აგვისტოს გაიმართება გამოფენა “ეზოში ავი ძაღლია”, რომელშიც გაერთიანებული იქნება სამი სახელოვნებო უმაღლესი სსასწავლებელი:▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ▫️თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ▫️თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი.
თბილისური ეზოს და თბილისური ტრადიციების კონცეფცია, გააერთიანებს ყველა მიმართულების სტუდენტს და საშუალებას მისცემს მათ, საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება. საკონკურსო ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული თბილისური ეზოს იდეის გარშემო.
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა 2 აგვიტო, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  
ნამუშევრის ციფრულ ფორმატში შექმნის  შემთხვევაში გაითვალისწინეთ, ნამუშევრის ზომა უნდა იყოს A1 ფორმატი.