ENG



15-22 ივლისი, ერასმუს მობილობა თსსა პარტნიორი, ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტიდან - University of Granada, Ana María Gómez Cremades, გრანადის უნივერსიტეტის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ოფისის ხელმძღვანელი. ვიზიტი ეძღვნება თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ჩართვა გაცვლით საგამოფენო პროექტში, გრანადის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ, საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალის - BAG-2 კონტექსტში, 2020 წლის მაისში. პროექტი განხორციელდება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.ამ ვიზიტის ფარგლებში თსს აკადემიას ასევე ესტუმრება სევილიის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ვიცე-დეკანი და ქანდაკების მიმართულების სრული პროფესორი.

18 ივლისს, სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ანა მარია გომეზ გრემადესის სადოქტორო პროექტის პრეზენტაცია - კინო მხატვრობა, მუნჯი კინოს და კომედიის კონტექსტი არტში.

ერასმუს მობილობა თსსა პარტნიორი, პარიზის ხელოვნების უმაღლესი სკოლიდან - Ecole Nationale Supérieure d'Arts de Paris-Cergy (ENSAPC) Antoine Idier, სასწავლო საკითხებისა და კვლევის კოორდინატორი და Nina Volz - საერთაშორისო ურთიერთობებისა და საკარიერო განვითარების ოფისის ხელმძღვანელი სტუმრად სამხატვრო აკადემიაში. სტუმრები შეხვდნენ რექტორს, დაათვალიერეს აკადემიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და შედგა მოლაპარაკება თსსა სტუდენტებისა და პერსონალის ერასმუს გაცვლითი მობილობის შესახებ პარიზში და თბილისში.