ENG

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 - სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2 ,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.

აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
 საბუთების მიღება დაიწყება  15 ოქტომბრიდან  და გაგრძელდება 25 ოქტომბრამდე 2021

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, 
[email protected]art.edu.ge, 577525719

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.



სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისთვის
გამოცხადებული სტიპენდიის შესახებ.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებს, და უნივერსიტეტის ლექტორებს. ამასთან, სტუდენტებს და დოქტორანტებს
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მგზავრობის დაფინანსების თაობაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.scholarships.sk
ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.
დამატებით გაცნობებთ, რომ მომდევნო, 2023/2024 აკადემიური სასწავლო წლის სტიპენდიის პროგრამისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღრულია 2023 წლის 30 აპრილი



ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  პოლონეთის გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში- Academy of Fine Arts, Gdansk, 2 ადგილი - თსსა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  
[email protected]hotmail.com[email protected]art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·               ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·                  პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.

ზალცბურგის უნივერსიტეტის ახალი შეთავაზება- სტუდენტის ნომინირება ERNST MACH-ის სტიპენდიაზე  

ავსტრიის ზალცბურგის უნივერსიტეტის შეთავაება ეფუძნება თსს აკადემიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.  

პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შიდა - საფაკულტეტო შერჩევა. თსსა შესაბამისი ფაკულტეტის მიერ ნომინირებულმა სტუდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საყოველთაო კონკურსში ანუ კონკურენტები იქნებიან აპლიკანტები მთელი მსოფლიოდან, თუმცა მოცემულ სტუდენტს ექნება გარკვეული უპირატესობა, რადგან წარდგენილი იქნება ზალცბურგის უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუტის- თსსა მხრიდან. ზალცბურგში ოფიციალური ნომინაციის გაგზავნის  და  მიღებული დასტურის შემდეგ, სტუდენტს ექნება უფლება დაიწყოს სააპლიკაციო პროცესი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  პროდუქტის დიზაინის, ავეჯის დიზაინის, მედია ხელოვნების, როგორც  საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. 

გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია მეორე გვერდზე (დააწკაპუნეთ სათაურზე) 

სსიპ. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, თსსა-ს წესდებისა და თსსა-ს „ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“  შესაბამისად, აცხადებს ღია კონკრსს ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე.
თსსა-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიის ხუთივე ფაკულტეტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თსსა-ს წესდების შესაბამისად მოხსინილია აკადემიური პერსონალისთვის დადგენილი 65 წლიანი ასაკობრივი შეზღუდვა.
თსსა-ს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი 
საკონკურსო პირობები იხილეთ ფაკულტეტების მიხედვით - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი

პროფესორი (ფერწერა)
ასოცირებული პროფესორი (თეატრის მხატვრობა)
ასოცირებული პროფესორი (გრაფიკა)
ასოცირებული პროფესორი (მომსახურე ფერწერის მიმართულება)
ასოცირებული პროფესორი (ფერწერა)
ასოცირებული პროფესორი (ქანდაკება)
ასისტენტ პროფესორი (ფერწერა)
ასისტენტ პროფესორი (ხატვა)
ასისტენტ პროფესორი (კინო-ტელე მხატვრობა)
ასისტენტ პროფესორი (გრაფიკა)
აფილირებაზე თანხმობის ფორმა
კონკურსში მონაწილეობის განცხადების ფორმა
პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თანხმობის ფორმა
პროგრამა - შაბლონი
სილაბუსი - შაბლონი

საკონტაქტო  ინფორმაცია: 
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი:  555 939 408 ელ. ფოსტა: [email protected]