ENG

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2023 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ხაზვის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 3 ივნისს 10:00  საათიდან.
საპრეტენზიო  განაცხადის მიღება იწარმოებს 2 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.  ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. № 22-ში მდებარე თსსა სასწავლო კორპუსის შენობაში.
საპრეტენზიო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს აბიტურიენტისთვის მინიჭებული ინდივიდუალური კოდი.
საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
(საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი.

სამხატვრო აკადემიის რეკვიზიტები:(ნებისმიერი ბანკიდან)სსიპ თბილისის
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიშიბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289


თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!
ფონდი ATINATI აწესებს პრემიას - განაცხადების მიღება შესაძლებელია 21 მაისამდე!
პრემია შეადგენს 5 000 €
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
ATINATI-ს მიზანია, წაახალისოს სტუდენტები და მისცეს მათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.
პროექტის ბოლოს, გამარჯვებული ერთი სტუდენტის პერსონალური გამოფენა ATINATI’S კულტურის ცენტრში გაიმართება. მას, ასევე გადაეცემა ფულადი პრემია 5 000 €.
განაცხადის შევსების თაობაზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ATINATI.COM-ზე.

გისურვებთ წარმატებას!


ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ:
აბიტურიენტის პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, წარმოადგენს აბიტურიენტის ინდივიდუალურ კოდს, აგრეთვე რეგისტრაციის დადასტურების წერილის ნომერი.  
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დადასტურების წერილი შესაძლოა არ მოვიდეს თქვენი ელექტრონული ფოსტის ახალ წერილებში, ამიტომ დაათვალიერეთ SPAM საქაღალდე ან ელექტრონული ფოსტის სხვა განყოფილებები. 
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიძია ელ.ფოსტაზე მისული დადასტურების წერილი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან აბიტურიენტს, პორტფოლიოს წარდენის დროს, საგამოცდო ოფისის მიერ, ისედაც გადაეცემა მისი კუთვნილი ინდივიდუალური კოდი. 
აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ  გავიდნენ ორ გამოცდაზე - როგორც ხაზვაზე ისე ხატვაზე, ორივე ველი უნდა მონიშნონ ერთ სარეგისტრაციო ფორმაში და გადაიხადონ 80₾ . 
გადახდის დროს კი გაითვალისწინეთ, რომ სახაზინო კოდი იგივეა რაც ანგარიშის ნომერი.
გისურვებთ წარმატებას!