ENG

მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების და კურსდამთავრებულთა ღონისძიება

2 / 10 / 2023

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია წარმოგიდგენთ, დიზაინის ფაკულტეტის - მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების და კურსდამთავრებულთა ღონისძიებას. 
მონაწილეები წარმოადგენენ საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს: კოსტიუმებით გათამაშდება სასცენო სიუჟეტები/პერფომანსი. შოუს წარსადგენად მოწვეულია სააგენტო “ნატალი”. პროექტი მოამზადეს მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასევე, დაწყებითი კურსის სტუდენტებმა და პირველკურსელებმა.
მონაწილეები: სალომე თანდაშვილი, ლუკა ღანიაშვილი, ნინო დაფქვიაშვილი, ნინა ფარულავა, BABILINA, მარიამ მელაძე/მარიკა ჭანტურია, ანი ლაშხი, ხორნაული, MILENA, ლელა ფცქიალაძე, სალომე ტურაშვილი, სალომე ნადირაძე, ევა გოგოთიძე, ირაკლი ჩაჩანიძე, DAVIDSNOW, გვანცა ჯინჭარაშვილი, DAVID SHERMAN. 
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მგალობლიშვილი
2 ოქტომბერი, 19:00 სთ
ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემია