ENG





აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მიმართოს დეკანატს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.