ENG




11 ოქტომბერს  იხსნება თბილისის სცენოგრაფიის მეორე ბიენალე.

მასტერკლასებში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 10 ოქტომბრამდე  მეილზე
[email protected], საკონტაქტო პირს უნდა მიწეროთ საკუთარი სახელები  აღნიშნული მაგალითის მიხედვით და სასურველი მასტერკლასების მითითებით

საუნდის მასტერკლასისი წამყვანების თხოვნაა მსურველებმა შეატყობინონ 10 ოქტომბრამდე საკუთარი ინტერესები და სპეციალობა, რომ მენტორებს ქონდეთ წარმოდგენა აუდიტორიის  მზაობასა და სიდიდეზე: 
professional/educational background and interests
for example:
John Doe, scene designer, studied architecture
Jane Doe, student, studies sound design


იხ. თანდართული დოკუმენტები:

დრეზდენი და ფესტივალი Palais Sommer თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მხატვრებს უკვე 6 წელია მასპინძლობს. პროექტი ხორციელდება დრეზდენში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ბატონი ალეკო ადამიას მხარდაჭერითა და ინიციატივით. საქართველომ წელს, როგორც ყოველ წელიწადს, დიდი წარმატება მოიპოვა - გამოფენა „კულტურა / სინქრონი“ გაიხსნა ორჯერ აგვისტოს განმავლობაში, იაპონური სასახლის ბაღში არსებულ წითელ საგამოფენო კედელზე. ფესტივალის ბოლოს კი პუბლიკამ გამოავლინა ფავორიტი ნამუშევარი, რომლის ავტორიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის მიმართულების პედაგოგი - ბექა საყვარელიძეა და მას გადაეცა „კანალეტოს“ პრიზი 1000 ევრო. 
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე გერმანელი ცნობილი მხატვრები - ბაბაკ ნაიბი და რიტა გეისლერი ქართველ მხატვრებთან ერთად, რომლებიც არიან: ალეკო ადამია, ბექა საყვარელიძე, ლუკა გუგუშვილი, მარიამ იჩქითი, ლიკა რუსაძე, ვერიკო იობაშვილი, მედეა კედელაშვილი, ნინო ქარსამაული, ანანო ზაქარიაშვილი, მარიამ შაქარაშვილი.
გამოფენა „კულტურა / სინქრონი“ გაგრძელდება ყოველ წელიწადს.