ENG


16 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში, ქალბატონი ტანია ჰუტი. სტუმარს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი, ასევე რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი და დეკანის მოადგილე - ნინო ჭოღოშვილი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.



9 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: იტალიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი - ნინო კილასონიძე, სამხატვრო აკადემიის
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი და არქიტექტურის ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი, ნესტან წიკლაური. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.