ENG

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების  მიმართულების საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
·         ნატა ნიკოლეიშვილი 
[email protected]593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში  ან ქ.  სტანბულში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.


გაეცანით იმ სტუდენტების სიას, ვინც მოიპოვა შიდა დაფინანსება. გილოცავთ!

პირველკურსელთა საყურადღებოდ!!! შიდა დაფინანსება!

განმარტება: ცარიელი გრაფა ნიშნავს, რომ სტუდენტს მოპოვებული აქვს სამხატვრო აკადემიის შიდა დაფინანსება. 50 და 70 ნიშნავს სახელმწიფო გრანტს შიდა დაფინანსებასთან ერთად.

(გაითვალისწინეთ, სიაში აბიტურიენტების იდენტიფიცირება ხდება პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით)


ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
 
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის:ქ. თბილისი  შარტავას ქ. N7).
 




Attachments area