ENG




შემოქმედებითი ტურები აკადემიაში ჩატარდება მიმდინარე წლის 14, 15, 16, 17 და 18 ივნისს.
რეგისტრაცია დაიწყება დილით, 8 საათზე.
რაც შეეხება აპელაციის თარიღს, ის ჩატარდება კვირას, მიმდინარე წლის 20 ივნისს.

აბიტურიენტი თსსა საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 8 საათზე და გაიაროს წინასაგამოცდო რეგისტრაცია

აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი, 3 ცალი პირბადე, ფანქარი(მხოლოდ შავი), საშლელი, სახატავი დაფა 70X50-ზე დაზიანების გარეშე, ფურცლის სამაგრი(ჭიკარტი).

თუ აბიტურიენტი არის შშმ ან/სსსმ პირი და საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, მან წერილობით უნდა მიმართოს საგამოცდო ოფისს გამოცდის თარიღამდე 2 დღით ადრე ელ.ფოსტაზე info@art.edu.ge და წარმოადგინოს სათანადო სამედიცინო ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.

გაითვალისწინეთ!!! სიაში აბიტურიენტი არის თავისი ინდივიდუალური კოდით

14.06.21
15.06.21
16.06.21
17.06.21
18.06.21

მისამართი: გრიბოედოვის ქ. 22